Saturday, November 9, 2013

ინტელის ტრეინინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ავტვირთეთ საქაღალდეები , რომელშიც მოთავსებულია ჩვენი პროექტის მასალები. მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია,შევაფასეთ კოლეგების ნამუშევარი.

ინტელის ტრეინინგის მერვე დღის რეფლექსია

გავეცენი მეშვიდე მოდულს, გავეკეთე კითხვარი "google-drive"-ში და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე- რომელიც წარმოადგენს მოსწავლეებისათვის  "brainstorming"-სა და " warm up"-ს.
ძალიან საინტერესოა

Sunday, November 3, 2013

ინტელის ტრეინინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

შევაფესეთ  წყვილებში კოლეგების მიერ შედგენილი  შეფასების რუბრიკები თუ რამდენად შეესაბამებოდა მოსწავლის პოზიციიდან შექმნილ  საპრეზენტაციო სლაიდს.
 განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა  წარმატებისათვის :

  • განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული  მოსწავლეების სწავლების სწავლება , პროექტებით;
  • სასწავლო პროექტი მეორე ენის შემსწავლელთათვის
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლება                         
 განვიხილეთ  დამხმარე მასალის მომზადების სხვადასხვა სახე "სუსტი" მოსწავლეების აქტივობაში ჩასართავად და შევქმენი ბროშურა.
 ასევე  ვისწავლეთ ბლოგზე "Page"-ებისა და " Gadget"-ების ჩასმა.

Saturday, November 2, 2013

ინტელის ტრეინინგის მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ და შევაფასეთ შესრულებული ნამუშევრები( რომელიც  მოსწავლეების პოზიციიდან შევასრულეთ) ვისწავლეთ კომენტირება  როგორც "Power Point"-ში, ასევე  "word" - ის დოკუმენტში.
განვიხილეთ შაბლონი , რომლის მიხედვითაც ხდება მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასება და შევადგინეთ ჩვენი შეფასების სქემა.
ასევე ვიდეოს ჩასმა  ბლოგზე "Youtube"-დან  და "Power Point"-ში,  რაც შემდეგ გამოვაქვეყნეთ.
გავეცანით ბლოგის დიზაინის შემცვლელ ინსტრუმენტებს.

Months of the year

Saturday, October 26, 2013

ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე-რეფლექსია

                          ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე-რეფლექსია

განხილული საკითხები : 

  • საავტორო უფლებების ქაოსი- პრეზენტაცია
  • საავტორო  უფლებების ტესტი

სლაიდის საშალებით გავეცანით საავტორო უფლებებს- შეკითხვებს  რომელზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ყველა უფლება დაცულია :

  • ხდება თუ არა ნაშრომის კოპირება საგანმანათლებლო  მიზნებით გამოყენებისათვის?
  • არის თუ არა მასალა ორიგინალური  ვერსია ძირითადად ფაქტებისგან შემდგარი და არც თუ ისე შემოქმედებითი ნაშრომი?
  • მასალის მცირედი ნაწილის თუ სრული გამოყენება ხდება?!
  • არის თუ არა მასალის ორიგინალი  ადვილად ხელმისაწვდომი?! 

         ასევე , განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/პრეზენტაციები.
აღნიშნულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა ნათლად დაგვანახა ის საფეხურები რომელიც უნდა გავიაროთ პროექტის სრულყოფისათვის- მასწავლებლისა და მოსწავლის სრული მობილიზირებისათვის.

Sunday, October 20, 2013

პორტფოლიოს პრეზენტაცია

ინტელის ტრეინინგის მეოთხე დღე-რეფლექსია

                                    ინტელის ტრეინინგის მეოთხე დღე- რეფლექსია

განვიხილეთ  საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
 შევიმუშავეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.


ასევე შევქმენი სლაიდი პრეზენტაციისათვის "Power point"-ში- პროექტის განხორციელებამდე საზოგადოებისათვის გასაცნობად. ავტვირთეთ''google" -ში სლაიდი ''DRIVE" ინსტრუმენტის საშუალებით და განვათავსეთ ბლოგზე .

                                                    დროში გაწერილი შეფასების გეგმა
               პროექტზე მუშაობის            დაწყებამდე
            პროექტზე მუშაობის პროცესში
       პროექტზე მუშაობის      დასრულების შემდეგ
           კითხვარი
           ვიცი, მინდა ვიცოდე
           ჩანახატები
       პრეზენტაციები       კითხვები
           ინდივიდუალური  პრეზენტირების
                        შეფასება
          ჯგუფური  შეფასება
და თვითშეფასება
პოსტერი- აფიშა.

           პრეზენტაცია
          ვიცი, მიდა ვიცოდე, ვისწავლე

Saturday, October 19, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

                                             მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
 როგორ იცვლება მსოფლიო წელიწადის განმავლობაში?
თემატური კითხვები

·         როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება წელიწადის დროების მიხედვით?
·         რა ამინდია მოცემულ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?  

შინაარსობრივი        კითხვები
·         რა გვაძლევს წელიწადის დროების ცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას?
·         წელიწადის რომელი ოთხი დრო იცით?
·         როგორ გამოვსახავთ მონაცემებს სხვადასხვაგვარად?


ინტელის ტრეინინგის მესამე დღე-რეფლექსია

              
განვიხილეთ წინა ტრეინინგზე შესრულებული  ბუკლეტები, განვსაზღვრეთ ჩვენი   პროექტის გეგმის შევსების რამოდენიმე ქვეპუნქტი  მიზნები და შედეგები- ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
ასევე ვიმუშავეთ "google"-ში არსებული ''Drive" ინსტრუმენტში და მოვახდინეთ დოკუმენტების ჩატვირთვა და გაზიარება- კოლეგასთან, რომელსაც ერთად გავუკეთეთ რედაქტირება. განვხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები : ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი .
სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა- ვფიქრობ მიღებული ცოდნა ნაყოფიერი იქნება ჩემს მომავალ აქტივობებში.

Saturday, October 12, 2013

ინტელის ტრეინინგის-რეფლექსია

                                      ინტელის ტრეინინგის პირველი დღე-რეფლექსია
12.10.13 -გავეცანით პროექტებით საწავლებას -მის მიზნებსა და შედეგებს 21-ე საუკუნის უნარჩვევების განვითარებისათვის- თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად- განვიხილეთ პროექტების  განხორციელების დროის  ჩარჩოები (კითხვები- ფორმირებისათვის) და პროექტის გეგმის საფეხურები.
განვიხილეთ :
         21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:

  • ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით ;
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი;
  •  პროექტის გეგმის შაბლონი;
  • სასწავლო მიზნები;
  • რუბრიკების პორტფოლიო;
  • პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი;
  • ინდივიდუალური კომპიუტერული სცენარები- რომელმაც ჩემში დაბადა ახალი იდეები და სურვილი გამიჩნდა განვახორციელო პედაგოგიურ პრაქტიკაში;
  • გამოცემების ჩეკლისტის მომზადება საიდენტიფიკაციო ინფორმაციისათვის.

 ასევე გავეცანით, ინტელის ძირითადი   კურსის მიზანს ,  რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევას.


                              ინტელის ტრეინინგის მეორე დღე-რეფლექსია
ტრეინინგის მეორე დღე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მოველოდი,განვიხილეთ პროექტ-გაკვეთილების ფორმირების ერთ-ერთი საფეხური -რაც ძალიან საინტერესო  და სახალისო იყო :)  გავეცანით ბროშურების შაბლონებს-შევქმენით ბროშრები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე მშობლებისათვის-(პროექტის მიზნის  გასაცნობად ე.ს.გ-ს გამოყენებით მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობისათვის) ვიმუშავეთ საოფისე პროგრამა ვორდში.
ვფიქრობ ბროშურები უფრო დაინტერესებს როგორც მოსწავლეებს ასევე მათ მშობლებს, გაიზრდება მოტივაცია რაც ხელს შეუწყობს შედეგზე გასვლას.





შერჩეული უნარები და სტანდარტი რომელიც განუვითარდებათ მოსწავლეებს ჩემს მიერ აღნიშნული პროექტის განხორციელებისას
1. სამეტყველო ფუნქციები

1.1.       სოციალური ურთიერთობები
1.2.       ინფორმაციის გაცვლა
1.3.       აღწერა/დახასიათება
1.4.       შეფასება
1.5.       სურვილის გამოხატვა
1.6.       გრძნობები/შეგრძნებები
1.7.       დროში ორიენტირება
1.8.       სივრცეში ორიენტირება
1.9.       ნებართვა
1.10.   ინტერაქცია საკლასო ოთახში

2. ლექსიკა
2.1    ინდივიდი
2.2    ინდივიდის გარემოცვა
2.3    აქტივობები


                            
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები


           
მოსმენა:                                     


უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
·           ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს.


უცხ.დ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრრებული მინიდიალოგების/მონოლოგების გაგება.
·           რეპლიკებს აკავშირებს პერსონაჟებთან;
·           ინტონაციით გამოხატულ ემოციებს უკავშირებს ილუსტრირებულ პერსონაჟთა გამომეტყველებას;
·           ამოცნობს ნასწავლ სიტყვებს, გამოთქმებს, ენობრივ ფორმულებს და მათზე დაყრდნობით რეპლიკებსა და წინადადებებს აკავშირებს შესაბამის ილუსტრაციასთან.

უცხ.დ.II.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
·           ამოიცნობს აღწერილ პერსონაჟს, ცხოველს, საგანს და აკავშირებს მას შესაბამის ნახატთან/ ჟესტიკულაციით განასახიერებს/ ხატავს/ მიუთითებს რეალურ საგანზე;
·           ამოიცნობს პერსონაჟს, ცხოველს, საგანს აღწერილი ნიშან-თვისებების მიხედვით (მაგ., წითელი, მრგვალი, დიდი, პატარა) და მიუთითებს/აფერადებს/შემოხაზავს მას;
·           ამოიცნობს და მიუთითებს მათ ადგილმდებარეობას (მაგ., მაგიდაზე, რვეულზე, ჩანთაში, ყუთში);
·           ამოიცნობს კონკრეტულ მოქმედებებს და განასახიერებს ან მიუთითებს მათ სურათზე (მაგ., საუზმობს, ვარჯიშობს, კითხულობს, ცურავს და სხვა);
·           აკავშირებს მოქმედებებს პერსონაჟებთან;
·           ამოიცნობს მოქმედებათა თანმიმდევრობას.

უცხ.დ.II.4. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გასაგებად სათანადო სტრატეგიების გამოყენება.


·           ილუსტრაციების, სათაურის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
·           ჩანაწერის ან უშუალო მეტყველების მოსმენისას ეყრდნობა არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას);
·           ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების დამოუკიდებლად ამოცნობას ნაცნობ ვერბალურ თუ არავერბალურ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაური, ინტონაცია, ილუსტრაცია).



კითხვა:
უცხ.დ.II.5. მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების,
წინადადებების გაშიფრვა-
·           წაკითხვა.-შიფრავს და ხმამაღლა კითხულობს სიტყვებს, მოკლე წინადადებებს.

უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
·           ნაცნობ სიტყვებსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით ამოიცნობს ორ-სამწინადადებიანი მიკროტექსტის შინაარსს;
·           მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში მოიძიებს ნაცნობ სიტყვებს წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით (მაგ., ხილის, ცხოველების და ა.შ. აღმნიშვნელ სიტყვებს);
·           ტექსტში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასრულებს კონკრეტულ ქმედებას (ასრულებს ნახატს, პოულობს შესატყვის ილუსტრაციას და სხვა).

წერა: უცხ.დ.II.7. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.

·            ავსებს გაკვეთილების ცხრილს, დღის განრიგს, ანკეტას პირადი მონაცემებით;
·           მოდელის მიხედვით წერს ღია ბარათს;
·           ავსებს ნაკლულ ტექსტს საჭირო ინფორმაციით (გამოტოვებული სიტყვებით).

უცხ.დ.II.10. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
·           მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით (საკუთარი თავის შესახებ - რა აქვს, რა ჰყავს, რა ჰქვია, რას აკეთებს, რომელი მოსწონს, რომელი უნდა- ასახელებს ან მიუთითებს შესაბამის ილუსტრაციას და სხვა);
·           მარტივი ნაკეთობების, თვალსაჩინოებების დამზადებისას იყენებს ცალკეულ სიტყვებს (მომეცი, მინდა და სხვა).


სწავლის სწავლა:

    უცხ.დ.II.12. მოსწავლეს    შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
  • უვლის და აწესრიგებს სასწავლო ნივთებს;
  • მოაქვს საჭირო ნივთები;
  • ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას;
  • ცდილობს, დაიცვას დროის ლიმიტი ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას.

უცხ.დ.II.13. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
·           ცდილობს დასმული ამოცანების გადაჭრას;
·           ქმნის რესურსებს და იყენებს მათ (მაგ., ბარათს, ლოტოს, ნახატს, კოლოფს და სხვა);

უცხ.დ.II.14. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სხვებს აცდის პასუხის დასრულებას;
·           უსმენს თანაკლასელებს, მასწავლებელს;
·           თანატოლს ეხმარება იმ საკითხებში, რომლებშიც თვითონაა ძლიერი;
·           ცდილობს, მეწყვილესთან ერთად გადაჭრას დასმული ამოცანა.

                                                     21- საუკუნის უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითობა და გამომგონებლობამუშაობის ორიგუნალურობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება,ახალი იდეების განვითარება- გაზიარება,
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა: საღი მსჯელობა ,არჩევნის გაკეთება, მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და  გადაწყვეტილების მიღება,ინფორმაციის კლასიფიკაცია
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა: იდეებისა და აზრის ნათლად გამოხატვა, პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში
  • სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვვები: განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია
  • ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა: უწყვეტი განათლებისათვის მზაობის დემონსტრირება
  • სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევების: კულტურული განსხვავებების  გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენებ შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით
  • ლიდერობა და პასუხისმგებლობა: ინტერპერსონალური უნარის განვითარება-ეთიკური ქცევის დემონსტრირება,ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
  • წელიწადის დროების განსაზღვრას - სახელები, განსხვავებები და ცვლილებები;
  • შეგროვილ მონაცემებზე  დაკვირვების გზით წელიწადის დროების შედარებას და გარჩევას;
  • სეზონურ წიგნებში, საინფორმაციო ბიულეტენებში და პრეზენტაციებში თავმოყრილი ინფორმაციის განზოგადებას;
  • წელიწადის დროების ცვლის გამომწვევი მიზეზების გაგებას და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სეზონურ თავისებურებებთან შედარებას;

           









   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითობა და გამომგონებლობა: მუშაობის ორიგუნალურობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება,ახალი იდეების განვითარება- გაზიარება,
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა: საღი მსჯელობა ,არჩევნის გაკეთება, მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და  გადაწყვეტილების მიღება,ინფორმაციის კლასიფიკაცია
  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა: იდეებისა და აზრის ნათლად გამოხატვა, პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში
  • სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვვები: განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია
  • ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა: უწყვეტი განათლებისათვის მზაობის დემონსტრირება
  • სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევების: კულტურული განსხვავებების  გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენებ შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით
  • ლიდერობა და პასუხისმგებლობა: ინტერპერსონალური უნარის განვითარება-ეთიკური ქცევის დემონსტრირება,ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.



                              ინტელის ტრეინინგის მესამე დღე-რეფლექსია

             
განვიხილეთ წინა ტრეინინგზე შესრულებული  ბუკლეტები, განვსაზღვრეთ ჩვენი   პროექტის გეგმის შევსების რამოდენიმე ქვეპუნქტი  მიზნები და შედეგები- ეროვნული სასწავლო გეგმიდან.
ასევე ვიმუშავეთ "google"-ში არსებული ''Drive" ინსტრუმენტში და მოვახდინეთ დოკუმენტების ჩატვირთვა და გაზიარება- კოლეგასთან, რომელსაც ერთად გავუკეთეთ რედაქტირება. განვხილეთ პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები : ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი .
სამუშაო დღემ საინტერესოდ ჩაიარა- ვფიქრობ მიღებული ცოდნა ნაყოფიერი იქნება ჩემს მომავალ აქტივობებში.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ჩემი პროექტისათვის 
ზოგადი კითხვა
       როგორ იცვლება მსოფლიო წელიწადის განმავლობაში?
თემატური კითხვები
·         როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება წელიწადის დროების მიხედვით?
·         რა ამინდია მოცემულ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?  

შინაარსობრივი კითხვები
·         რა გვაძლევს წელიწადის დროების ცვლის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას?
·         წელიწადის რომელი ოთხი დრო იცით?
·         როგორ გამოვსახავთ მონაცემებს სხვადასხვაგვარად?
         
                              ინტელის ტრეინინგის მეოთხე დღე -რეფლექსია

განვიხილეთ  საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
 შევიმუშავე ჩემი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.


                                                   დროში გაწერილი შეფასების გეგმა
               პროექტზე მუშაობის            დაწყებამდე
            პროექტზე მუშაობის პროცესში
       პროექტზე მუშაობის      დასრულების შემდეგ
           კითხვარი
           ვიცი, მინდა ვიცოდე
           ჩანახატები
       პრეზენტაციები       კითხვები
           ინდივიდუალური  პრეზენტირების
                        შეფასება
          ჯგუფური  შეფასება
და თვითშეფასება
პოსტერი- აფიშა.

           პრეზენტაცია
          ვიცი, მიდა ვიცოდე, ვისწავლე
ასევე შევქმენი სლაიდი პრეზენტაციისათვის "Power point"-ში- პროექტის განხორციელებამდე საზოგადოებისათვის გასაცნობად. ავტვირთეთ''google" -ში სლაიდი ''DRIVE" ინსტრუმენტის საშუალებით და განვათავსეთ ბლოგზე .
                                
                                   ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე-რეფლექსია

განხილული საკითხები : 

  • საავტორო უფლებების ქაოსი- პრეზენტაცია
  • საავტორო  უფლებების ტესტი

სლაიდის საშალებით გავეცანით საავტორო უფლებებს- შეკითხვებს  რომელზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ყველა უფლება დაცულია :

  • ხდება თუ არა ნაშრომის კოპირება საგანმანათლებლო  მიზნებით გამოყენებისათვის?
  • არის თუ არა მასალა ორიგინალური  ვერსია ძირითადად ფაქტებისგან შემდგარი და არც თუ ისე შემოქმედებითი ნაშრომი?
  • მასალის მცირედი ნაწილის თუ სრული გამოყენება ხდება?!
  • არის თუ არა მასალის ორიგინალი  ადვილად ხელმისაწვდომი?! 

         ასევე , განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/პრეზენტაციები.
აღნიშნულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა ნათლად დაგვანახა ის საფეხურები რომელიც უნდა გავიაროთ პროექტის სრულყოფისათვის- მასწავლებლისა და მოსწავლის სრული მობილიზირებისათვის.
ინტელის ტრეინინგის მეექვსე დღე-რეფლექსია

განვიხილეთ და შევაფასეთ შესრულებული ნამუშევრები( რომელიც  მოსწავლეების პოზიციიდან შევასრულეთ) ვისწავლეთ კომენტირება  როგორც "Power Point"-ში, ასევე  "word" - ის დოკუმენტში.
განვიხილეთ შაბლონი , რომლის მიხედვითაც ხდება მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასება და შევადგინეთ ჩვენი შეფასების სქემა.
ასევე ვიდეოს ჩასმა  ბლოგზე "Youtube"-დან  და "Power Point"-ში,  რაც შემდეგ გამოვაქვეყნეთ.
გავეცანით ბლოგის დიზაინის შემცვლელ ინსტრუმენტებს.


ინტელის ტრეინინგის მეშვიდე დღე-რეფლექსია
შევაფესეთ  წყვილებში კოლეგების მიერ შედგენილი  შეფასების რუბრიკები თუ რამდენად შეესაბამებოდა მოსწავლის პოზიციიდან შექმნილ  საპრეზენტაციო სლაიდს.
 განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა მოსწავლეთა  წარმატებისათვის :

  • განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული  მოსწავლეების სწავლების სწავლება , პროექტებით;
  • სასწავლო პროექტი მეორე ენის შემსწავლელთათვის
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლება                         
 განვიხილეთ  დამხმარე მასალის მომზადების სხვადასხვა სახე "სუსტი" მოსწავლეების აქტივობაში ჩასართავად და შევქმენი ბროშურა.
აქტივობაში ჩასართავად და შევქმენი ბროშურა.
 ასევე  ვისწავლეთ ბლოგზე "Page"-ებისა და " Gadget"-ების ჩასმა.
ინტელის ტრეინინგის მერვე დღე-რეფლექსია

გავეცენი მეშვიდე მოდულს, გავეკეთე კითხვარი "google-drive"-ში და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე- რომელიც წარმოადგენს მოსწავლეებისათვის  "brainstorming"-სა და " warm up"-ს.
ძალიან საინტერესოა
ინტელის ტრეინინგის მეცხრე დღე- რეფლექსია
ავტვირთეთ საქაღალდეები , რომელშიც მოთავსებულია ჩვენი პროექტის მასალები. მოვახდინეთ პროექტის პრეზენტაცია,შევაფასეთ კოლეგების ნამუშევარი