Saturday, October 26, 2013

ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე-რეფლექსია

                          ინტელის ტრეინინგის მეხუთე დღე-რეფლექსია

განხილული საკითხები : 

  • საავტორო უფლებების ქაოსი- პრეზენტაცია
  • საავტორო  უფლებების ტესტი

სლაიდის საშალებით გავეცანით საავტორო უფლებებს- შეკითხვებს  რომელზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ყველა უფლება დაცულია :

  • ხდება თუ არა ნაშრომის კოპირება საგანმანათლებლო  მიზნებით გამოყენებისათვის?
  • არის თუ არა მასალა ორიგინალური  ვერსია ძირითადად ფაქტებისგან შემდგარი და არც თუ ისე შემოქმედებითი ნაშრომი?
  • მასალის მცირედი ნაწილის თუ სრული გამოყენება ხდება?!
  • არის თუ არა მასალის ორიგინალი  ადვილად ხელმისაწვდომი?! 

         ასევე , განვიხილეთ დამატებითი ვიზუალური მასალის გადანაწილების პროცენტული რაოდენობები, გამოყენებული მასალის ციტირების წყაროები.
''ვისწავლეთ" ვებ-გვერდის ჩანიშნვა- მისი შემდგომი გამოყენებისათვის , შევიტანეთ პროექტის შაბლონში ჩვენს მიერ მონიშნული გვერდები რომელიც დაგვჭირდება პროექტის განხორციელებისათვის, ასევე '' ვისწავლეთ'' გადმოვიწერეთ ''Youtube"-დან ვიდეოები ჩვენი პროექტის შინაარსის მიხედვით.
სასწავლო ნიმუშების შექმნა - მასწავლებლებმა უნდა შექმნას მოსწავლის ნამუშევარი - ანუ მასწავლებელი მოსწავლის როლში,  იმისათვის რომ გაიგოს თუ რას და როგორ აფასებს საჭიროებებიდან გამომდინარე-განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები/ ბროშურები/პრეზენტაციები.
აღნიშნულმა პრაქტიკულმა სამუშაოებმა ნათლად დაგვანახა ის საფეხურები რომელიც უნდა გავიაროთ პროექტის სრულყოფისათვის- მასწავლებლისა და მოსწავლის სრული მობილიზირებისათვის.

No comments:

Post a Comment